ჩვილის სიცოცხლე 3D-გულმა იხსნა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

14 თვის პატარას, რონალდ ლიანიუს ქირურგებმა მეორე სიცოცხლე აჩუქეს, მისი სხეულის მთავარი ორგანო კი სამგანზომილებიანმა მოდელმა შეცვალა. 3D-გულის წყალობით, რომელიც აშშ-ს ლუისვილის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს, ექიმებმა პატარა ბავშვს გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიული ჩარევის გარეშე, შესაძლოა, ჩვილი დაღუპულიყო, რადგან ორგანიზმის „ძრავას“ რამდენიმე დაავადება განუვითარდა. მედიკოსების წინაშე მეტად რთული ამოცანა იდგა. პატარა პაციენტისთვის სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინათ, მეტად რთული ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. მათ ინჟინერ-მედიკოსები დაეხმარნენ, რომელთაც ჩვილის ტომოგრაფიის გათვალისწინებით, 3D-გული შექმნეს. კარდიოქირურგმა, რომელიც ოპერაციას ატარებდა, აორტის სარქველისა და კუჭის შესაერთებლად უნიკალური მეთოდი მოიფიქრა და ერთი ოპერაციით, ყველა პრობლემა წარმატებულად მოგვარდა. პატარა რონალდი ახლა თავს კარგად გრძნობს და როგორც ექიმები ამტკიცებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.