მთვარის გრუნტში პირველი მცენარე გამოზარდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ფლორიდის უნივერსიტეტში, ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც მთვარიდან ჩამოტანილ მიწაში დედამიწაზე ფართოდ გავრცელებული, კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე - Arabidopsis thaliana დარგეს. მკვლევარებმა „აპოლონის“ მისიის დროს, 1969-72 წლებში, დედამიწის თანამგზავრიდან ჩამოტანილი მცირე გრუნტი - სულ 12 გრამი გამოიყენეს, რომელიც მათ ნასა-მ გადასცა. აღსანიშნავია, რომ მცენარე ორ დღეში ამოვიდა. პირველი კვირის განმავლობაში, მცენარის ნერგი არ განსხვავდებოდა დედამიწაზე მოყვანილი იგივე ნერგისგან. ერთი კვირის შემდეგ, მთვარის გრუნტში დარგულმა მცენარეებმა საკმაოდ ნელა დაიწყეს განვითარება. ამის მიუხედავად, სწავლულები აცხადებენ, რომ მათი ექსპერიმენტის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს წარმატებული ნაბიჯია ადამიანის მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობისთვის. უფრო შორეულ მომავალში კი, ის დედამიწაზე საკვების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტაში შეიძლება დაგვეხმაროს. მთვარეზე პილოტირებულ ფრენას ნასა 2025 წლისთვის გეგმავს.