რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში სკოლა დაბომბეს - დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. ლუგანსკის ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ჭურვები სკოლის შენობას დაეცა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს.

თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანია დაღუპული.

"ორკები არტილერიიდან ესროდნენ სევეროდონეცკის სკოლას, რომელსაც ხალხი აფარებდა თავს. იქ 200-ზე მეტი ადამიანი იყო, მათ შორის ბევრი ბავშვი", - დაწერა გაიდაიმ Telegram-ზე.

მანვე განმარტა, რომ დაღუპულებს შორის ბავშვები არ არიან.

ლუგანსკის პოლიცია მოქალაქეების სხვა თავშესაფარში გადაყვანას ცდილობს.