დღეში ორი ვაშლი - გულის სამკურნალოდ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორგანიზმი რომ გულის დაავადებებისგან დაიცვათ და ქოლესტერინის დონე შეამციროთ, ყოველდღიურად ორი ვაშლი უნდა მიირთვათ, - ასეთ დასკვნამდე რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვაშლი მდიდარია უჯრედისით და სხვა ნაერთებით, რაც აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციას და აქვეითებს ქოლესტერინის ცუდ დონეს. მკვლევარებმა ექსპერიმენტი საშუალო ასაკის 40 მოხალისეზე ჩაატარეს - მათი ნახევარი, ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად ორ ვაშლს მიირთმევდა, მეორე ნახევარი კი ვაშლის წვენს სვამდა. აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც ვაშლს ჭამდნენ, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ქოლესტერინის დონე და გულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არსებითად გაუუმჯობესდათ.