გემები ზეითუნის ზეთზე ივლიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეკოლოგიური ექსპერიმენტის ფარგლებში, იტალიაში, ვენეციის მთავრობამ გადაწყვიტა, ქალაქის წყლებში მოძრავი სამარშრუტო პატარა გემები, ეგრეთ წოდებული, ვაპორეტოები საწვავის ახალ სახეობაზე - ზეითუნის ზეთზე გადაიყვანოს. ტრანსპორტის ეს სახეობა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოძრაობს, ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს და გარემოს აბინძურებს. ალტერნატიულმა საწვავმა კი მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს მავნე გამონაბოლქვი, - მიიჩნევენ სპეციალისტები. ვაპორეტოებისთვის ზეითუნის ზეთი ადგილობრივმა კაფე-რესტორნებმა უნდა მიაწოდონ. გამოყენებამდე, ზეთი ფილტრაციისა და გადამუშავების პროცედურას გაივლის პორტო მარგერეს ქარხანაში და მისგან ეკოლოგიურად სუფთა საწვავს მიიღებენ.