უხორცო ბურგერებს გაყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელი Tesco აპირებს, უხორცო ვეგეტარიანული ბურგერების გაყიდვას, რომელსაც ბილ გეითსის კომპანია Beyond Meat ამზადებს. აშშ-ს ლაბორატორიებში გამოყვანილი საეჭვო ხორცისგან განსხვავებით, ახალი პროდუქტი მთლიანად მცენარეულ ნედლეულზეა დამზადებული, არ შეიცავს ცხოველურ ღეროვან უჯრედებს და არ გამოიცდება ცოცხალ ორგანიზმებზე. ბურგერების კატლეტს ბარდის, ქოქოსის ზეთისა და კარტოფილის სახამებლისგან ამზადებენ, ხორცისთვის დამახასიათებელ ფერს კი ჭარხლის წვენით აძლევენ. აღნიშნავენ, რომ ახალი ვეგეტარიანული Burger, რომლის შემადგენლობაშიც შედის პომიდორი, ხახვი, სალათის ფურცელი, მდნარი ყველი და მაიონეზი, მხოლოდ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს კი არა, მათაც „გამოადგებათ“, რომლებსაც ხორცის მოხმარების შემცირების სურვილი აქვთ, ანუ ფლექსიტარიანელები არიან.