როგორც იქნა - ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი დააფიქსირა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სუმოს უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე ერთადერთმა ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ 2019 წლის შემდეგ პირველად, სუპერტურნირზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა. არადა, ოსაკაში გამართულ ბაშოზე ტოჩინოშინს კვლავ უარყოფითი ბალანსი რომ ეჩვენებინა, უდიდესი შანსი იყო, ელიტარული დივიზიონიდან დაქვეითებულიყო. ტოჩიმ 15 შეხვედრიდან 9 მოიგო, 6 წააგო და შემდეგ ტურნირზე რანგით დაწინაურდება.

მომდევნო ბაშოს, რომელიც 8-22 მაისს ტოკიოში შედგება, ქართველი სეკიტორი უფრო მაღალი წოდებით შეხვდება. განახლებული რეიტინგი 25 აპრილს გამოქვეყნდება და ზუსტად გვეცოდინება, რამდენი საფეხურით წაიწევს წინ ტოჩინოშინი.