სიბერის წამალი ადამიანებზე გამოსცადეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მკვლევარებმა სასიკვდილო ასაკობრივი დაავადებების წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატები ადამიანებზე გამოსცადეს. ეგრეთ წოდებული სენოლიტიკები დაბერების საწინააღმდეგო წამლებია. მათ შეუძლიათ, დამიზნებით მოახდინონ დაბერებული უჯრედების სიკვდილის ინიცირება. საქმე ისაა, რომ დაბერებული უჯრედებისგან ორგანიზმის გათავისუფლება, ასაკის მატებასთან ერთად, საკმაოდ სუსტდება. დაზიანებული უჯრედები გროვდებიან და გარშემლ არსებული ქსოვილებისთვის ტოქსიკურები ხდებიან. ეს ხელს უწყობს უამრავი ასაკობრივი დაავადების განვითარებას, მათ შორის, ფილტვების ფიბროზსაც. სწავლულების პირველ ექსპერიმენტულ კვლევაში ამ დიაგნოზის მქონე 14 მოხუცი მონაწილეობდა. სენოლიტიკების მიღების შემდგომ მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით კი მოძრაობის უნარი გაუმჯობესდა. სპეციალისტების თქმით. აქამდე არც ერთი სამკურნალო თერაპია, მათ შორის, ხელმისაწვდომი ანტიფიბროზული პრეპარატები, ასეთ შედეგებს არ იძლეოდა. თუმცა, სწავლულები ჯერჯერობით შორსმიმავალ დასკვნებს არ აკეთებენ, რადგან კვლევა მცირე რაოდენობის პაციენტებზე ჩაატარეს და ასევე, მასში არ იყო ჩართული პაციენტთა საკონტროლო ჯგუფი.