KinderBubu — ქართული სტარტაპი, რომელმაც ჯეფ ბეზოსის კომპანიის დაფინანსება მოიპოვა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასული თვე ქართული სტარტაპ სამყაროსთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა — ერთთვიანი კომუნიკაციების შემდეგ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin ქართული სტარტაპის — KinderBubu-ის პარტნიორი გახდა.

მისი დამფუძნებლის ბესო შენგელიას თქმით, პროექტის მთავარი მიზანი ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდან კითხვისა და წიგნის შეყვარებაა. ამისთვის შენგელიამ და მისმა გუნდმა შექმნეს ინოვაციური მეთოდი, რომელიც ბავშვებს კითხვის ინტერესს უჩენს და ანბანის შესწავლის მიზანსაც ნათლად ანახებს.

წიგნში გამოყენებული ზღაპრული ანბანის ლეგენდა მკითხველს ეხება და ამბის გაგების ერთადერთი გზა ანბანის შესწავლაა. შედეგად, სწავლის პროცესში ბავშვი ხედავს ანბანის ათვისების მიზანს — დასასრულის გაგებას. ამიტომ, იგი სწავლის ინიციატივას თვითონვე იჩენს და წიგნი მისთვის უკვე სათამაშოს ფუნქციასაც ასრულებს.

KinderBubu-ის წიგნები უკვე 40-მდე ქვეყანაში იყიდება და მას მსოფლიოს მასშტაბით 2 400 ოჯახში მაინც ფლობენ. პროექტში უკვე 17-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელია ჩართული. ამ ეტაპზე კომპანიას შემდეგი წიგნები აქვს გამოცემული: მეგობრობის დღიური; სამყაროს გმირები; მოგზაურობა დედამიწის გარშემო; მოგზაურობა ყინულის სამეფოში; მოგზაურობა კოსმოსში და მოგზაურობა ჯუნგლებში.

წყარო: on.ge