ქათმები ჰიპოალერგენულ კვერცხებს დებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელმა ბიოლოგებმა, ეროვნული ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, ქათმების ახალი სახეობა გამოიყვანეს, რომელთა მიერ დადებული კვერცხი ალერგიას არ იწვევს. ამ ფრინველებს არ აქვთ გენი, რომელიც ალერგიულ რეაქციებს იწვევს ხორცის ან კვერცხის მოხმარებისას. სწავლულებმა ქათმებში გენომური რედაქტირების მეთოდი გამოიყენეს - მათ მოაშორეს გენი, რომელიც კვერცხის ცილაში ალერგენის - ოვომუკოიდის წარმოქნას იწვევს. ადამიანები, რომლებიც ამ გენის მიმართ მგრძნობიარეები არიან, უმრავლეს შემთხვევაში, ნეგატიური შედეგების გარეშე ვერ მიირთმევენ ვერც კვერცხს და ვერც ქათმის ხორცს. უახლოეს პერიოდში, სწავლულები კლინიკურ ცდებს ჩაატარებენ იმ პაციენტებზე, რომელთაც ალერგია აქვთ ამ პროდუქტებზე.