ტრამპის სოციალური ქსელი ამუშავდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაარსებული ახალი სოციალური ქსელი Truth Social, შეზღუდული ფორმით, Apple App Store-ზე უკვე ამოქმედდა. „ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, ახალი პლატფორმა App Store-ზე, უფასო აპლიკაციებს შორის, გადმოწერის რაოდენობით ლიდერობს. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით, აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს, რადგან რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე Trump Media and Technology Group მუშაობდა. პროექტის ხელმძღვანელისა და ყოფილი კონგრესმენის, დევიდ ნუნესის თქმით, აპლიკაცია სრულად, მთელი დატვირთვით, უკვე მარტის ბოლოდან ამუშავდება. დონალდ ტრამპის ოფციალური გვერდები შარშან დაბლოკეს Twitter-მა, Facebook-მა და Youtube-მა, კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ. კომპანიები აცხადებენ, რომ ტრამპის პოსტები ძალადობისკენ მოწოდებებს შეიცავდა.