მამაკაცმა პენსიისთვის სქესი შეიცვალა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიის ქალაქ ლუცერნის მცხოვრებმა მამაკაცმა სქესი შეიცვალა, რათა უფრო ჩქარა გამხდარიყო პენსიონერი. თუმცა, ქალად ის მხოლოდ საბუთებით იქცა. საქმე ის არის, რომ 2002 წლიდან, შვეიცარიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს დოკუმენტებში სქესის შეცვლის პროცედურას. ახლა ამისთვის, მხოლოდ განცხადების დაწერა და ადმინისტრაციული მოსაკრებლის - 75 ფრანკის გადახდაა საკმარისი. აქამდე, ამ პროცედურისთვის სამედიცინო დიაგნოსტიკის, ჰორმონალური თერაპიისა და ექიმის ცნობის წარდგენა იყო საჭირო. ჩანს, გამჭრიახმა მამაკაცმა ახალი წესებიდან სარგებლის ნახვა გადაწყვიტა - შვეიცარიაში, ქალები 64 წლის ასაკში ხდებიან პენსიონერები, მამაკაცები კი - 65-ის. ის ახლა ერთი წლით ადრე გავა პენსიაზე და რაც მთავარია, ლეგალურად.