მარილის იმუნურ სისტემას აქვეითებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მარილის ჭარბმა მოხმარებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს არა მხოლოდ სისხლის წნევის კრიტიკული მატება, ინფარქტისა და ინსულტის რისკის ზრდა, არამედ, ის შეიძლება იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზიც გახდეს, - გვაფრთხილებენ გერმანელი სწავლულები, ბონის უნივერსიტეტიდან. კვლევებისას, მოხალისეები, გარდა ჩვეული მოხმარებისა, დამატებით კიდევ 6 გრამ მარილს იღებდნენ, ყოველდღიურად. დაახლოებით, ამ რაოდენობის მარილს შეიცავს ორი ჰამბურგერი და ორი პორცია კარტოფილი-ფრი. უკვე ორი კვირის შემდეგ, ასეთი რაციონის გამო, იმუნური უჯრედები ბაქტერიებს გაცილებით ცუდად უმკლავდებოდნენ. მარილის მომატებულმა რაოდენობამ მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტი გამოიწვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დღეში 5 გრამზე მეტი მარილის მიღება არ არის სასურველი.