საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხელ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

უფლებადამცველები დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. ადვოკატების თქმით, ჩუბინიძის გამოკითხვა დაადასტურებს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის "გაფლანგვისთვისაც" მიხეილ სააკაშვილს ბრალდება აქვს წარდგენილი, სრულიად ლეგალურია.

სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია იმართება. ადგილზე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში სიტყვით გამოდის