ნაღები წყალმცენარეებისგან დაამზადეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კომპანია „ნესტლეს“ სპეციალისტებმა ურძეო ნაღები შექმნეს, რომლის საფუძვლადაც ზღვის წყალმცენარეები და მცენარეული ცხიმი გამოიყენეს. პროდუქტს მსუბუქი ნაღების გემო აქვს, კონსისტენციით კი იოგურტს ჰგავს. ახალი ნაღები შესანიშნავად, აჭრის გარეშე იხსნება ცხელ და ცივ სასმელებში, ნახევარი წლის განმავლობაში ინახება საკმაოდ ცხელ - +20-დან 38 გრადუსამდე ტემპერატურაზე. თავდაპირველად, მას ყავისთვის ქმნიდნენ, თუმცა მწარმოებლის განცხადებით, ნაღების ეს მცენარეული ანალოგი თავისუფლად შეგიძლიათ დაამატოთ ჩაიში, კაკაოში, სხვა სასმელსა და მშრალ საუზმეშიც კი.