მანქანა, რომელიც ფერს იცვლის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ BMW, წარადგინა მსოფლიოში პირველი ავტომობილი, რომელიც ფერს იცვლის. მანქანა ლას-ვეგასში გამართულ Consumer Electronics Show (CES) გამოფენაზე აჩვენეს. კონცეპტუალურ ავტოში, რომელსაც BMW IX Flow უწოდეს, გამოყენებულია ელექტრონული ქაღალდი (ე.წ. ელექტრონული მელანი) - ინფორმაციის ასახვის ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია ქაღალდზე, ჩვეულებრივი ბეჭდვის იმიტაციისთვის. მას ელექტრონულ წიგნებში იყენებენ.

ელექტრული სიგნალების ზემოქმედებით, რომელიც ტელეფონში აპლიკაციით იმართება, ზედაპირზე სხვადასხვა პიგმენტების დატანა ხდება, რის შედეგადაც ავტომობილი სხვადასხვა ფერს ან დიზაინს იღებს. მომავალში, შესაძლოა, ასეთი ცვლილება მოწყობილობების პანელიდან ერთი ღილაკის, ანდა სულაც, ჟესტების დახმარებით მოხერხდეს.

„ცხელ მზიან დღეს, შეძლებთ, მანქანა თეთრ ფერზე გადართოთ, რათა მზის სხივები აირეკლოს. ცივ დღეს კი მუქ ფერზე დააყენებთ, სითბო რომ შთანთქას“, - გვიხსნიან კომპანიის წარმომადგენლები.