ინფიცირების რეკორდი, დახურული ლაბორატორია და კარანტინი სკოლებში - „ომიკრონი“ აფხაზეთში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოხუმი
„ომიკრონის“ შტამი აფხაზეთში
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდი დაფიქსირდა. სოხუმში, სახელმწიფო ლაბორატორიამ, რომელიც კორონავირუსზე ტესტირებებს ატარებდა, დროებით შეაჩერა მუშაობა, რადგან თითქმის მთელი კოლექტივი COVID-19-ით დაინფიცირდა.

მხოლოდ გასულ კვირას, COVID-19-ით ინფიცირების 2 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მთელი მოსახლეობის თითქმის 1%-ია (აფხაზეთის მოსახლეობა 240 ათას ადამიანს შეადგენს). ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დაავადულთა რიცხვის მკვეთრი მატება აფხაზეთში ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენით არის განპირობებული.

მოსაზრება: როგორ ეხმარება ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა ვირუსს აფხაზეთში
აფხაზეთი: „როგორ დავრჩით პანდემიასთან ერთი ერთზე“
„ახლა უნდა მოგკლათ“ – აფხაზეთში რუსი ტურისტი აწამეს
ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში გამოცხადებულია კარანტინი. ასევე კარანტინია შემოღებული ყველა საავადმყოფოში და დროებით გადადეს გეგმიური ოპერაციები. პოლიკლინიკებს შეზღუდული აქვთ ავადმყოფების მიღება და იღებენ მხოლოდ ტემპერატურის მქონე პაციენტებს.

სოხუმის მთავარმა PCR-ლაბორატორიამ დროებით შეაჩერა მუშაობა იმის გამო, რომ თანამშრომელთა 90% კორონავირუსით დაინფიცირდა. სხვა პუნქტებში, ანალიზების დამუშავების შეზღული შესაძლებლობების გამო, PCR-კვლევებისთვის ნიმუშების აღება ხდება მკაცრად ექიმის მითითებით და ისიც დაავადების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.

PCR-დიაგნოსტიკისთვის ნაცხს აუღებენ მხოლოდ რესპირატორული დაავადების აშკარა სიმპტომის მქონე პირებს, ორსულებს, 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს და რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანებს, მიუხედავად მათი ასაკისა.

ყველა დანარჩენს ანალიზების ამღებ პუნქტებში შესთავაზებენ სწრაფ ტესტებს.

ამასობაში, COVID-19-ით ინფიცირების მკვეთრი ზრდის გამო, პარლამენტის სოციალური პოლიტიკის კომიტეტმა პრეზიდენტს მიმართა, ნახევარი წლით გადადოს 12 მარტს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები.

„ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად შევამცირებთ საფრთხეებსა და შედეგებს. პოლიტიკისა და ჯანდაცვის საკითხებს ერთმანეთში არ ავურევთ. ამ შემთხვევაში არჩევნების გადადების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ“, – ასე უპასუხა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტის წინადადებას პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა, რომელიც მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დაცვის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს.

წყარო:jam-news