კურკუმა კიბოს კლავს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კურკუმინი, რომელიც კურკუმას აქტიური ინგრედიენტია, კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს და სიმსივნური წარმონაქმნების ზრდის პროცესსაც აფერხებს. ამის შესახებ Cancer Research UK-ის მედიკოსებმა განაცხადეს. ექიმების თქმით, ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციის გამო, კურკუმას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებად მიიჩნევენ. სპეციალისტებმა ამ სანელებელს „კიბოს მკვლელი“ უწოდეს. სწავლულებმა ისიც აღნიშნეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კურკუმას აქტიურად მოიხმარენ, ონკოდაავადებების მქონე ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად ნაკლებია. კურკუმა სასარგებლოა თვალებისთვისაც - ამცირებს კატარაქტას წარმოქმნის, ასევე გლაუკომისა და მაკულოდისტროფიის რისკებს. სანელებელს იყენებენ ქოლესტერინის დასაწევ საშუალებადაც. თუმცა, ამასთან, კურკუმას ჭარბი მოხმარება იწვევს კუჭის აშლილობას, კუჭის მჟავიანობის მომატებას, თავბრუსხვევასა და თავის ტკივილებს.