კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გააკეთა და აღნიშნა, რომ წასვლის დრო დადგა. 35 წლის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა და ამ ხნის მანძილზე, 100 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. რაც მთავარია, კანკავა არის ის ფეხბურთელი, რომლის მიმართაც გულშემატკივარს პრეტენზია არასოდეს ჰქონია და ყველა აღიარებდა, რომ ჯაბა მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა.

„მადლობა, კაპიტანო, რასაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და კარიერაში მიაღწიე. მადლობა, რომ მაგალითის მიმცემი იყავი თანაგუნდელებისა და მომავალი თაობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ შენი მწვრთნელობის პატივი მერგო. მადლობა, კაპიტანო, მადლობა, ლეგენდავ!“,-ასე დაემშვიდობა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კანკავას.

ჯაბამ ნაკრები კაპიტნის სამკლაურით 62-ჯერ გაიყვანა სათამაშოდ, რაც ჩვენი ეროვნული გუნდის რეკორდია.