რა ცვლილებები შედის თამბაქოს შესახებ კანონში და ვინ დაჯარიმდება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იანვრიდან კიდევ უფრო მკაცრდება კონტროლი თამბაქოს მოხმარებაზე. მსუბუქ ავტომანქანაში თუ არასრულწლოვანი იმყოფება თამბაქოს მოწევა იკრძალება. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი მძღოლი 50 ლარით ჯარიმდება.

სიგარეტის მოწევა ასევე იკრძალება ტაქსიშიც, ამ შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება თუ თვითონ მოიხმარს თამბაქოს ან მგზავრს მისცემს სიგარეტის მოწევის უფლებას, კანონის დამრღვევი მგზავრისთვის კი 100 ლარიანი სანქციაა გათვალისწინებული. ასევე გაუმჯობესდება ადმინისტრირება იმ სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 მეტრის რადიუსში, სადაც აკრძალულია თამბაქოს რეალიზაცია. საჯარიმო სანქცია 150 ლარი იყო, ახლა უკვე 500 ლარიდან იწყება, ხოლო განმეორებითი შემთხვევისას 1000 ლარი. 5000 ლარიანი საჯარიმო სანქცია დაეკისრება, როგორც რეკლამის დამკვეთს, ასევე გამავრცელებელს ინტერნეტ მედიაში.