ნაპოვნი შედევრი მილიონებად გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

XIII საუკუნის ფლორენციელი მხატვრის, ჩიმაბუეს ტილო, რომელსაც „ქრისტეს დამცირება“ ეწოდება, ქალაქ კომპიენში, ერთი მოხუცი ქალბატონის სახლში აღმოაჩინეს. 20X26 სანტიმეტრის ნახატი უამრავი წლის განმავლობაში ეკიდა მოხუცი ფრანგის სამზარეულოში და ჩვეულებრივ ხატად მიიჩნეოდა. ერთხელ, ქალმა გადაწყვიტა, რომ მისი ფასი გაეგო, სპეციალისტებმა ნახატი 6 მილიონ დოლარად შეაფასეს. თუმცა, ქალაქ სანლისში გამართულ Acteon-ის აუქციონზე, 24 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს თანხა ახალი მსოფლიო რეკორდია აუქციონზე გაყიდული შუასაუკუნეების ტილოსთვის. ჩიმაბუე (ნამდვილი სახელია, ჩენი დი პეპო) ადრეული აღორძინების ხანის ერთ-ერთი პიონერია. მის სახელს აკუთვნებენ მხოლოდ 11 ნამუშევარს, რომლებიც ხეზეა შესრულებული და არც ერთი არ არის ხელმოწერილი. ვარაუდობენ, რომ გაყიდული ტილო იმ დიპტიხის ნაწილი იყო, რომელზეც ქრისტეს ვნებაა გამოსახული. ნახატის ახალი მფლობელი ანონიმია ჩრდილო საფრანგეთიდან.