ცუდი სიზმრები ნერვებს „ავარჯიშებს“

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცუდი სიზმრები ადამიანს ნერვული სისტემის „გავარჯიშებაში“ ეხმარება, - ამის შესახებ ჟენევის უნივერსიტეტის სწავლულებმა განაცხადეს. სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ათობით მოხალისეზე ჩაატარეს. ელექტროენცეფალოგრამის მეშვეობით, ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობა გამოთვალეს. აღმოჩნდა, რომ სიზმარში შიშის შეგრძნებაზე პასუხისმგებელია უბანი, რომელიც გავლენას ახდენს გაღვიძებისას ემოციების შეფასებაზე და სისტემატურად აქტიურდება შიშის შეგრძნებისას. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ცუდი სიზმრები ადამიანის ნერვულ სისტემას რეალურ ცხოვრებაში შესაძლო სტრესულ სიტუაციებზე რეაგირებისთვის ამზადებს.