სარფიანი პროფესია - ნაძვის ხის მომრთველი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურმე, ასეთი პროფესიაც არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ამ საქმეში ბობ პრანგაა - საშობაო ნაძვის ხეების სტილისტი. 30 წლის წინათ, საშობაო არდადეგებზე, ბობი ერთ-ერთ მაღაზიაში დროებით მუშაობდა. მასთან ცნობილი მსახიობი მივიდა და სთხოვა, მოეძებნა ადამიანი, ვინც მას ნაძვის ხეს მოურთავდა. ბობმა ეს საქმე საკუთარ თავზე აიღო და საბოლოოდ, გაუმართლა კიდეც. 1984 წელს, საქმიან პარტნიორთან ერთად, შექმნა კომპანია Dr. Christmas. მისი ერთ-ერთი პირველი კლიენტი კეტი ჰილტონი იყო - მსახიობი და დიზაინერი, რომელმაც პრანგა ლოს-ანჯელესის ბომონდს გააცნო. მას შემდეგ, ბობს დღესასწაულისთვის ჰოლივუდის უამრავი ვარსკვლავის ნაძვის ხე მოურთავს. მისი მომსახურება 2.5 ათასიდან 80 ათას დოლარს აღწევს. ბობის უპირატესობა ისიცაა, რომ მისი კომპანია საკუთარ თავზე იღებს საახალწლო დეკორაციის დემონტაჟსაც და მუშაობს არა მხოლოდ ვარსკვლავებთან, არამედ, ჩვეულებრივ კორპორატიულ კლიენტებთანაც.