დაუნის სინდრომის მიზეზი დაადგინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მეცნიერება დაუნის სინდრომის წარმოშობის მიზეზი გაშიფრეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ დაავადებისას, თავის ტვინში, ცილა SNX27-ის დეფიციტი შეინიშნება, რომელიც 21-ე, დამატებითი ქრომოსომის გამო წარმოიშობა. მღრღნელებზე ჩატარებული გამოკვლევებისას, ცილის კონცენტრაციის გაზრდისას, მათ შეძლეს თაგვებში მეხსიერების აღდგენა. ამის საფუძველზე, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აღნიშნული ცილის ხელოვნურად გაზრდა თავის ტვინის ფუნქციას გააუმჯობესებს. სწავლულები იმედოვნებენ, რომ ეს მეთოდიკა შესაძლებლობას მისცემთ, ადამიანებიც განკურნონ. ამ მომენტისთვის, ისინი მოლეკულების ძიებაში არიან, რომლებიც გააძლიერებენ ცილის წარმოებას. გარდა ამისა, მკვლევარები თავის ტვინში გენების შედარებით უსაფრთხო მიტანის გზებს ეძებენ.