კლასიკური მუსიკა ადამიანს კურნავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელი სწავლულების აზრით, კლასიკურ მუსიკას ადამიანების განკურნების ძალა გააჩნია და ის არაერთ სენს ებრძვის წარმატებით. მეცნიერებმა ნისლიანი ალბიონიდან, შესაბამისი კვლევები ჩაატარეს და საინტერესო დასკვნებიც დადეს. აღმოჩნდა, რომ ქრონიკული დაღლილობის დაძლევაში, ადამიანს ბრამსის მუსიკა, მაგალითად, „კონცერტი ვიოლინოსთვის“ ან „უნგრული ცეკვები“ დაეხმარება. ემოციურ სტრესს მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“ მოგიხსნით. თუ ადამიანი გაღიზიანებულია, ამ დროს, კარგი იქნება, ჩაიკოვსკის შემოქმედება მოისმინოს, ამ შემთხვევაში, ბრიტანელი მკვლევარები უპირატესობას „ზამთრის ვნებანს“ ანიჭებენ. თუკი თავის ტკივილი გაწუხებთ, გერშვინის „ამერიკელი პარიზში“ ჩართეთ, ან მენდელსონის „გაზაფხულის სიმღერა“, გნებავთ, ოგნინსკის „პოლონეზას“ მოუსმინეთ. უძილობის შემთხვევაში, უებარი საშუალება ყოფილა ისეთი მუსიკალური ნაწარმოებები, როგორებიცაა: ოფენბახის „ბარკაროლა“, მენდელსონის „უსიტყვო სიმღერა“ და გრიგის „პერ გიუნტი“. გულის დაავადებებს, თურმე, მენდელსონის „საქორწინო მარში“ შველის. კლასიკური მუსიკის გარდა, დეპრესიიდან გამოსასვლელად, ასევე, შეგიძლიათ ჯაზ-კომპოზიციებს ან ბლუზს მოუსმინოთ.