იბრაჰიმოვიჩი ახალ გუნდს ეძებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი სკეპტიკოსებს საკუთარი თამაშით აჩუმებს. როცა მიმდინარე სეზონში, მას „მილანმა“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, ბევრმა თქვა, რომ შვედი ფორვარდი, პენსიონერივით, მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე იქნებოდა და ხელფასს მიიღებდა. ამის ნაცვლად კი, ზლატანი მუდმივად მოედანზეა, დაუღალავად შრომობს და აგერ, გასულ უქმეებზე, „მილანმა“ იტალიის დედაქალაქში, „რომა“, სწორედ მისი გოლით დაამარცხა.

„40 უბრალოდ ციფრია და მეტი არაფერი, მე საკუთარი თამაშით ვცდილობ, დავამტკიცო, რომ ბურთის გორება კიდევ შემიძლია და ეს კარგადაც გამომდის. არ ვიცი, გამიხანგრძლივებს თუ არა „მილანი“ კონტრაქტს სეზონის ბოლოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, მე სხვაგან წავალ, ახალ გუნდს მოვძებნი და მერწმუნეთ, ამის გაკეთება არ გამიჭირდება“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მისი გადაბირების სურვილი ჩინურმა და ყატარულმა კლუბებმა უკვე გამოთქვეს და მზად არიან, ზლატანს წლიურად 20 მილიონი დოლარიც გადაუხადონ.