თეთრი ღვინო ქალებს აბედნიერებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ესპანელმა სწავლულებმა გარკვიეს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, როდესაც თეთრ ღვინოს მიირთმვენ. ჩატარებული კვლევებისას დადგინდა, რომ ხილისა და ყვავილის არომატიანი თეთრი ღვინო აძლიერებს ისეთ ემოციებს, როგორებიცაა სიხარული და ბედნიერება. წითელი ღვინის მოხმარება კი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს აგრესიას და დანაშაულის გრძნობას. ასეთი დასკვნების გაკეთება სპეციალისტებმა ექსპერიმენტის შემდეგ შეძლეს, რომელშიც 200-ზე მეტი ქალბატონი მონაწილეობდა. მათ ექვსი თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინო დააგემოვნეს და ამ სასმელებით მიღებული ემოციები აღწერეს. შედეგად გაირკვა, რომ ბედნიერების შეგრძნებას ყველაზე მეტად თეთრი ღვინო იწვევს.