იტალიელი კონდიტერი, რომელმაც "ჰობიტის" ცხოვრება არჩია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

37 წლის იტალიელმა კონდიტერმა, ნიკოლა ჯენტილემ გადაწყვიტა, ჰობიტივით - ჯონ ტოლკინის ცნობილი გმირის მსგავსად იცხოვროს. მამაკაცმა მიწის ნაკვეთი იყიდა სოფელში და იქ მეუღლესთან ერთად, ფილმში აღწერილი სოფელ შირის საკუთარ ვერსიას ქმნის. ჯენტილე არა მხოლოდ იცვამს „ფენტეზის“ პერსონაჟივით, არამედ ცხოვრობს კიდეც სახლში, რომელსაც მრგვალი კარი და ფანჯრები აქვს - ზუსტად ისე, როგორც ახალ ზელანდიაში, „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებებისთვის აშენებულ ქოხებს აქვთ.

„გარკვეული პერიოდის წინ მივხვდი, რომ წიგნები და ფილმები აღარ არის საკმარისი, რათა „ფენტეზის“ ჟანრის მიმართ, ჩემი მისწრაფება დააკმაყოფილდეს“, - ამბობს იტალიელი.

ის აპირებს, საკუთარი ნაკვეთი ჰობიტების სოფლად აქციოს, თანაც აქაურების ცხოვრებაც დიდად არ განსხავდება წიგნის გმირების ცხოვრებისგან: სოფლის მცხოვრებლებიც ახლოს არიან ბუნებასთან, უყვართ ფესტივალებისა და ცეკვის საღამოების მოწყობა და თითქმის ჰობიტებივით იცვამენ. საავტორო უფლებების დაცვის გამო, ნიკოლა საკუთარ სოფელს შირს ვერ დაარქმევს, ამიტომ მას Contea Gentile ერქმევა.

სხვა სახლების ასაშენებლად, ფულს მოაგროვებენ და მზის ენერგიას გამოიყენებენ, რადგან აქ ცხოვრებისთვის მთავარი პირობა ეკოლოგიაზე ზრუნვა იქნება. ჯენტილეს პროექტს „ბეჭდების მბრძანებლის“ მსახიობებმა დაუჭირეს მხარი და საკუთარ თაყვანისმცებლებს მოუწოდებენ, დაეხმარონ იტალიელს, განახორციელოს გეგმა. თავად კი მზად არიან, ჰობიტების სოფელში სტუმრად ჩავიდნენ.