მიდიხართ თუ არა არჩევნებზე? - ხალხის გამოკითხვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხმა მოიზიდონ და საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებენ. „ვერსია“ დაინტერესდა, მიდიან თუ არა მოქალაქეები არჩევნებზე, ამიტომ ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს გთავაზობთ:

თათია, 32 წლის

-მივდივარ, რადგან თითოეული ხმა შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს.

სალომე, 22 წლის

-სამწუხაროდ, ვერ მივიდვარ. რაიონში ვარ ჩაწერილი და ფიზიკურად ვერ ვახერხებ. თუმცა, მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია, მივიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი.

მაკა, 47 წლის

-დიახ, მივდივარ არჩევნებზე, რადგან მიმაჩნია, რომ ხალხის ხელში ეს საკმაოდ ძლიერი, პოლიტიკური იარაღია, როდესაც რეალურად შეგიძლია, რაღაც შეცვალო.

თორნიკე, 25 წლის

-დიახ, მივდივარ. ვფიქრობ, ჩვენი ხმა განსაზღვრავს მომავალს, ამიტომ რაც სრულწლუვანი გავხდი, მას შემდეგ არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია.

სოფო, 27 წლის

-არ ვიცი, წავალ თუ არა, ისიც არ ვიცი, ვის მივცე ხმა, რადგან ბოლომდე ღირსეული კანდიდატი მგონი არ გვყავს.

ზვიადი, 45 წლის

-დიახ, მივდივარ და ჩემი ფავორიტი კანდიდატიც მყავს.

მაია, 29 წლის

-აუცილებლად, ჩემმა ერთმა ხმა შეიძლება, ქვეყნისთვის რაღაც სასიკეთო გადაწყვიტოს. თუ  არ მივალ, მგონია ამას ისევ თავის სასიკეთოდ გამოიყენებენ. ვფიქრობ, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა არჩევნებზე წასვლა.

 

ამირანი, 65 წლის

-წავალ, ვინმეს მივცემ ხმას, კოალიციური მთავრობის შექმნაც აუცილებელი მგონია. მერობის კანდიდატებიდან კი გვყავს ცოტა ნორმალური ხალხი, მაგრამ თვითონ პარტიები დიდი ვერაფერი.

სალომე, 23 წლის

-არ ვიცი, თუ წავალ ყველას გადავხაზავ.

ნაზი, 55 წლის

-წავალ, თუმცა დიდათ არცერთს ვემხრობი. ვფიქრობ, ახალი, ეროვნული ძალა უნდა გამოჩნდეს, ვისაც მართლა ადარდებს ქვეყანა და ხალხი.

თეა, 33 წლის

-მივდივარ, მიუხედავად იმისა, იმსახურებს რომელიმე კანდიდატი და პარტია თუ არა,  ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია.

ნიკა, 39 წლის

-დიახ, ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია ქვეყნისთვის.

თამარი, 43 წლის

-ალბათ წავალ, ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია, თუმცა მიჭირს გადავწყვიტო, ვის მივცე ხმა.

ნათია, 27 წლის

-მივდივარ და ვთვლი, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდეს.

ლადო, 31 წლის

-რა თქმა უნდა მივდივარ, რადგან მინდა უკეთესი მომავალი გვქონდეს.

მზია, 49 წლის

-ზუსტად არ ვიცი, ცოტა იმედგაცრუებული ვარ ყველა პარტიისგან, მაგრამ ვეცდები შედარებით ნორმალური კანდიდატები ამოვარჩიო.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ია გრიგალაშვილი