ფეკალიების პირველი ბანკი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში საკმაოდ სწრაფად იძენს პოპულარობას ახალი მიმართულება ნაწლავების საშიში ინფექციების მკურნალობაში - ეს დონორული ფეკალიების „გადანერგვაა“, რომელიც ნაწლავის ჯანმრთელ მიკროფლორას შეიცავს. ამიერიდან ექიმებიცა და პაციენტებიც შესაფერისი დონორული მასალის მოძებნას მსოფლიოში პირველი, დონორული ფეკალიების ბანკში შეძლებენ, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში მდებარეობს. ამ უჩვეულო ბანკის მუშაობაზე, რომელიც ფეკალიებს საგულდაგულოდ შეერჩეული და შემოწმებული ჯანმრთელი დონორებისგან იღებს (ისინი ერთ ჩაბარებაზე  40 დოლარს იხდიან), დასავლური მედიაც წერს.