კობიაშვილი სფფ-ს პრეზიდენტად დარჩა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

4 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 33-ე ყრილობა გაიმართება, რომელზეც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. კანდიდატურების წარდგენის ვადა ამოიწურა და პრეზიდენტობის სურვილი მხოლოდ მოქმედმა ხელმძღვანელმა, ლევან კობიაშვილმა გამოთვა. მისი განაცხადი სფფ-ის სამდივნოში შევიდა და ადვილი მისახვედრია, რომ მოქმედი პრეზიდენტი თანამდებობაზე 2027 წლამდე დარჩება.

არგია თუ ცუდი, ეს თავად განსაჯეთ, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ჯანსაღი კონკურენცია არცეთ სფეროს არ ავნებს და ურიგო არ იქნებოდა, კანდიდატი კიდევ ყოფილიყო, თუმცა კონკრეტულად ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის იყო საჯილდაო ქვა და არასდროს მომხდარა ისე, რომ მის სათავეში ყოფილიყო პიროვნება, რომელიც იმ დროისთვის სახელმწიფოს მმართველ გუნდს არ აწყობდა.