პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება.

ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტინ ნადი, უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა შიკო დახვდნენ. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.