მასობრივი ქორწილი ნიუ-იორკში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს უდიდეს მეგაპოლისში მასობრივი ქორწილი შედგა, რომელშიც 500 წყვილი მონაწილეობდა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთა გეგმებიც კორონავირუსის პანდემიამ ჩაშალა. ღონისძიება, სახელწოდებით - „ვზეიმობთ სიყვარულს“, ლინკოლნ-ცენტრმა გამართა. დაწესებულების საიტზე ეს დღე ახალდაქორწინებულებისთვის განსაკუთრებულ დღედ გამოაცხადეს, რომელთაც ცერემონია გადადეს ან ძალინ მოკრძალებულად აღნიშნეს. მასობივ ქორწილში იმ წყვილებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ გამოეხატათ სიყვარული მეორე ნახევრისა და საყვარელი ქალაქის მიმართ. ლინკოლნ-ცენტრის წინ შეკრებულ წყვილებს ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა მიმართა. ცერემონია სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა, რის შემდეგაც, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, საყოველთაო მხიარულება გაიმართა.