ძლიერი ემოცია ალერგიას იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურმე, ასეთი დაავადებაც არსებობს. მის შესახებ ბრიტანელმა გოგონამ, ნატაშა კოუტსიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ნატაშას თქმით, მას ბავშვობიდან აღენიშნება პოხიერი უჯრედების აქტივაციის სინდრომი. „ძლიერ ემოციებზე მაქვს ალერგია. ჩემი სხეულის ნებისმიერმა ცვლილებამ - სიცილმა, ტირილმა, მხიარულებამ ან სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური რეაქცია“, - დაწერა ნატაშამ.

მან ისიც გაიხსენა, როგორ განუვითარდა კვინკეს შეშუპება გულიანი სიცილის შედეგად, რომელიც შეიძლებოდა ფატალურადაც კი დასრულებულიყო. გოგონა იხსენებს, რომ სიცილის შედეგად, ენა და ყელი გაუსივდა. ერთმა ადამიანმა სასწრაფო გამოიძახა, ხოლო მეორე - ნემსის გაკეთებაში დაეხმარა, რათა არ გაგუდულიყო.