საფენები სწრაფი ანალიზისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელმა სწავლულებმა სპეციალური დრეკადი გადამცემები შექმნეს შარდის ანალიზისთვის და ისინი საფენებში მოათავსეს. მოწყობილობას მონაცემების გადაცემა დისტანციურად შეუძლია. როგორც სიახლის ავტორები აცხადებენ, ექიმებს აქამდე არ ჰქონდათ პაციენტის შარდში მნიშვნელოვანი ნივთიერებების კონცენტრაციაზე დაკვირვების მოსახერხებელი და სწრაფი საშუალება. ახლა კი მათ შეუძლიათ სწრაფად შეაფასონ ანალიზები ხანდაზმულებსა და ჩვილებში. „ჭკვიანი საფენები“ თირკმელებისა და შარდის ბუშტის ინფექციის, დიაბეტის დროს დარღვევების, ელექტროლიტების უკმარისობისა და სხვა საშიში მდგომარეობის დროულად გამოვლენის საშუალებას იძლევა. ექსპერიმენტებით გაირკვა, რომ საფენში არსებული მცირე ზომის გადამცემი ისეთივე ზუსტ შედეგებს იძლევა, როგორც ლაბორატორიული კვლევა.