მარკეტში ნაყიდი ბიუსტი ანტიკვარი აღმოჩნდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, ქალაქ ოსტინის „გუდვილში“, ლორა იანგმა 35 დოლარად ბიუსტი შეიძინა, რომელიც ხელოვნების ნიმუში აღმოჩნდა. ქალის თქმით, დათვალიერებისას, ბიუსტი საინტერესოდ მოეჩვენა და ყიდვა გადაწყვიტა. თანაც, დიდი ხანია, ლორა ანტიკვარულ ნივთებს აგროვებს, ამიტომ შენაძენის შემოწმება გადაწყვიტა. ის ექსპერტებს დაუკავშირდა, რომლებმაც დაადგინეს, რომ „გუდვილში“ ნაყიდი ბიუსტი ძველ რომში იყო დამზადებული, რომლის ასაკი, დაახლოებით, 2000 წელი გახლდათ. ექსპერტების თქმით, ის რომაელი სარდლის, სექსტუს პომპეუსის გამოსახულებაა. მეორე მსოფლიო ომამდე, ეს ბიუსტი ბავარიის მეფის, ლუდვიგ პირველის დაკვეთით შექმნილი პომპეუსების სახლის ასლში ინახებოდა. ომის დროს, საცავში გადაიტანეს, მაგრამ იქიდან მოიპარეს. ამჟამად, ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე, ლორას ბიუსტი სან-ანტონიოს ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.