სუპერ-აბი განწყობის ასამაღლებლად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მელბურნის უნივერსიტეტის თანამშრომლები სუპერ-აბის კლინიკურ ცდებს ატარებენ, რომელსაც ადამიანის განწყობის გამოკეთება შეუძლია. აბის შემადგენლობაში შედის ხუთი ბუნებრივი დანამატი. ეს პერპარატი მათ დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომლებსაც ანტიდეპრესანტები არ შველით. ის სხვადასხვა ნაერთს შეიცავს, ასევე თუთიას და ფოლიუმის მჟავას. თუმცა, მთლიანობაში, აბი ანტიდეპრესანტი არაა და მისი გაყიდვა ურეცეპტოდაც იქნება შესაძლებელი. ეს ახალი საშუალება, ტრადიციული დამაწყნარებლებისგან განსხვავებით, არ არის მიმართული გარკვეული მექანიზმისკენ. პრეპარატი ზემოქმედებს მთელ რიგ ნეირობიოლოგიურ პროცესებზე. თუთია და ომეგა-3 ანთებას ხსნის. არის ვერსია, რომ დეპრესიას სწორედ ანთება იწვევს და ამიტომ ავსტრალიელი სწავლულები დარწმუნებულნი არიან, მათი სუპერ-აბი ანტიდეპრესანტებზე გაცილებით ეფექტიანი იქნება.