ხორვატი მეწარმე ღვინოს ზღვის ფსკერზე აყენებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხორვატი მეწარმე ივო სეგოვიჩი პელეშაცის ნახევარკუნძულიდან, საზოგადოებას ღვინის ზღვის ფსკერზე დაყენების უჩვეულო მეთოდს აცნობს. ღვინოს ის ლამაზ კერამიკულ დოქებში - ამფორებში ასხამს და ცვილით ხუფავს. მეღვინის თქმით, ასეთი წესით დაყენებულ სასმელს ნაზი გემო და კენკრის არომატი აქვს. სამი თვის განმავლობაში, ჩამოსხმული ღვინო ჩვეულებრივ სარდაფში ინახება, ამის შემდეგ, ჰერმეტული ამფორებით, სპეციალური ყუთებით ზღვის ფსკერზე, 18-25 მეტრზე ეშვება და ღვინო იქ ერთ-ორი წელი „დაცურავს“. ამ ხნის განმავლობაში, ამფორები ხელოვნების ნიმუშებს ემსგავსებიან. ამიტომაც, ასე დაძველებულ ღვინოს, ივოს კომპანია Edivo Vina პირდაპირ ამ დოქებით ყიდის.  წყალქვეშა ღვინის მარანი მნახველებისთვის ღიაა. მათ გამოცდილი მყვინთავების დახმარებით შეუძლიათ იქ ჩასვლა და უჩვეულო მარანთან ერთად, წყალქვეშა სამყაროს დათვალიერებაც.