მამაკაცს დაკონსერვებულმა გველმა უკბინა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელ მამაკაცს გველმა უკბინა, რომელიც სამკურნალო ნაყენის ქილაში იყო მოთავსებული. China Times-ის ცნობით, დაზარალებულმა „გველის ღვინო“ დააყენა: ბაზარში იყიდა შხამიანი რეპტილია, სპირტიან ქილაში ჩადო და ნაყენის მისაღებად ერთი წლით გააჩერა. მამაკაცი იმედოვნებდა, რომ ეს ნაყენი მის ავადმყოფ შვილს უშველიდა, რადგან მანამდე, ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ უამრავი პრეპარატი გამოიყენა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. ერთი წლის შემდეგ, როცა კაცმა ქილა გახსნა და იქიდან გველის ამოღება გადაწყვიტა, რეპტილიამ ხელზე უკბინა. დაზარალებული მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ქილაში მოთავსებული გველი კი ორი მიზეზის გამო შეიძლებოდა არ მომკვდარიყო: პირველი - შესაძლოა, ქილა არ იყო მჭიდროდ თავდახურული და მასში შეღწეული ჟანგბადი საკმარისი აღმოჩნდა რეპტილიის სიცოცხლისთვის და მეორე - ზოგიერთი გველის უნარი, ანაბიოზში ჩავარდეს. ეს ნიშნავს, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში, რეპტილიებს შეუძლიათ საკუთარი მეტაბოლიზმის სიჩქარე აკონტროლონ და ამგვარად გადარჩნენ.