გამოკითხულთა 32.4% თვლის, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთმა საქართველოში უნდა დაიწყოს ინტერვენცია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსების 86.6% მხარს უჭერს რუსეთის არმიის ევროკავშირის ქვეყნებზე თავდასხმის იდეას. ამას უკრაინული სოციოლოგიური კომპანია Active Group-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც მარტში ჩატარდა.

"რუსების 86.6% უშვებს და მხარს უჭერს პოტენციურ თავდასხმებს ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთში და სხვა ქვეყნებში", - ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხვისას დაისვა შეკითხვა: "რომელ ქვეყნებში უნდა გააგრძელოს რუსეთის ფედერაციამ სამხედრო სპეცოპერაცია უკრაინის დენაციფიკაციის შემდეგ თავისი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად? შეიძლება რამდენიმე პასუხი იყოს."

75.5%-მა აირჩია პოლონეთი, 41%-მა - ბალტიისპირეთის ქვეყნები, 39.6%-მა - ვარშავის პაქტის ერთ-ერთი ქვეყანა (ბულგარეთი, უნგრეთი, ყოფილი ჩეხოსლოვაკია), 32.4%-მა - საქართველო და 28.8% - მოლდოვა.

სოციოლოგიური კვლევა 11-14 მარტს სატელეფონო გამოკითხვით, Viber-ით ჩატარდა. გამოკითხულებმა არ იცოდნენ, რომ მათ უკრაინიდან ურეკავდნენ. გამოიკითხა 1557 რესპონდენტი.

 

წყარო:https://realpolitika.ge/