"ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, განვიხილეთ უკრაინასა და რეგიონში არსებული პრობლემური სიტუაცია და გამოწვევები" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიხარია, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრისას განიხილეს უკრაინასა და მთელს რეგიონში არსებული პრობლემური სიტუაცია და გამოწვევები.

„საუბრისას შევეხეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გერმანიასთან არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.