რა კავშირი აქვს ასლან აბაშიძეს ჰააგის სასამართლოს მიერ ბრალდებულ რუს გენერალთან - სკანდალური ჩანაწერები

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები წარუდგინა სასამართლოს. პროკურორი აცხადებს: "დღეს გავაფორმე მოთხოვნა საქართველოს ვითარებაზე სამი პირის დაპატიმრებაზე. ესენი არიან:

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;

გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;

დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში".

„ვერსიას“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ ექსკლუზიურად მოაწოდა სრული ჩანაწერები, რომელიც ქართულმა მხარემ მიაწოდა გამოძიებას და საფუძველი გახდა, დამტკიცებულიყო რუსი მაღალჩინოსნსების დანაშაული. 

გენერალი ბორისოვი, რომელიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებს და რომელზეც რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ გარდაცვლილია, კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, შესაძლებელია, ცოცხალი იყოს და შეცვლილი სახელით და გვარით დღემდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს. ეს ვერსია იმით აიხსნება, რომ რუსეთის მხარეს არ აწყობს, დაუშვას პრეცედენტი, საერთაშორისო სასამართლომ განაჩენი გამოუტანოს რომელიმე მაღალჩინოსანს, ვისაც მონაწილეობა მიღებული აქვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.