აშშ-ში, ქურდი კატა გამოიჭირეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მცხოვრებ ქალბატონს, ბი ჯეი როსის სახლში უჩვეულო კატა „ჯორდანი“ ჰყავს. მისი საყვარელი ცხოველის ჰობი ფეხსაცმელების ქურდობაა. ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, კატამ პატრონის სახლში ფეხსაცმლის ნამდვილი საწყობი მოაწყო. ქალმა სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფიც კი შექმნა, სადაც ნაქურდალის ფოტოებს აქვეყნებს და მათ მფლობელებს ასე ეძებს. როსის თქმით, მან უკვე გაარკვია, რომ კატა სანადიროდ ყოველთვის ღამით მიდის და შინ ნადავლით ბრუნდება.