ოჯახებს კურორტზე დასახლებისთვის ფულს გადაუხდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალბინენი ერთი ჩვეულებრივი, პატარა სოფელია შვეიცარიის ალპებში. მიუხედავად იმისა, რომ იქ სუფთა ჰაერი, ულამაზესი ბუნება და თერმული წყლებია, სოფელი მაინც მოსახლეობის დეფიციტს განიცდის - მხოლოდ 240 ადამიანი ცხოვრობს. დაიხურა სკოლა, რადგან ცოტა მოსწავლე ჰყავდა და ახლა ადგილობრივ ბავშვებს 20 კილომერის დაშორებით უწევთ სიარული განათლების მისაღებად. ალბინენის მოსახლეობამ სოფლის გადასარჩენად ბრძოლა გადაწყვიტა და საკმაოდ სოლიდური თანხა დააწესა ოჯახებისთვის, რომლებიც მათთან გადავლენ საცხოვრებლად.

სხვათა შორის, ალბინენის მოსახლეობას საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვთ. კერძოდ, ოჯახი უნდა იყოს, სულ მცირე, ოთხსულიანი. ოჯახის უფროსები 25 ათას დოლარს მიიღებენ, პატარები - 10 ათას დოლარს. გამოდის, რომ ოთხსულიან ოჯახს 70 ათას დოლარს სთავაზობენ. ამასთან, უფროსები 45 წელზე მეტი ასაკის არ უნდა იყვნენ, რომლებსაც შვეიცარიის მოქალაქეობა ან ქვეყანაში ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, ალბინენში 10 წელიწადი უნდა იცხოვრონ. ყველაზე მთავარი მოთხოვნა კი ცოტა უჩვეულოდ გამოიყურება - ოჯახმა ალბინენში უნდა ააშენოს ან შეიძინოს სახლი და მასში 200 ათასი დოლარი უნდა დახარჯოს.