ჩაის მოყვარულებს კოშმარები არ ემუქრებათ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულები ამომავალი მზის ქვეყნიდან, აცხადებენ, რომ ჩაის მოყვარულებს ღამის კოშმარები არ ემუქრებათ. ჩაი დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობის, განსაკუთრებით აზიელების, საყვარელი სასმელია. ამის გამო, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ იაპონელებმა ჩაატარეს კვლევები, რომელთა შედეგებითაც გაარკვიეს, რა გავლენა აქვს ჩაის ადამიანის სიზმრებზე. აღმოჩნდა, რომ სასმელში არსებული ნივთიერება ტანინი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, აზიელი მკურნალები იყენებდნენ სამედიცინო პრაქტიკაში, პრაქტიკულად, რამდენჯერმე ამცირებს საშინელი სიზმრების ნახვის შესაძლებლობას. ცოტა ხნის წინ, სწავლულებმა ისიც გაარკვიეს, რომ მწვანე ჩაი განსაკუთრებით სასარგებლო ყოფილა მამაკაცებისთვის - ის მათ უფრო მობილიზებულსა და ჭკვიანს ხდის.