ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელსაც ანაცვლებს ლევან დავითაშვილი

„მინდა ჩემი და მთავრობის სახელით მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნათიას გაწეული სამსახურისთვის. ქალბატონი ნათია 3 წელი იყო მინისტრი, ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სამინისტროში. ნათია იყო, არის და, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თვისი გეგმები, ხედვები და სურვილები და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო

ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ბოლო 5 წელი ის ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევან დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. ის განათლებით ეკონომისტია. ძალიან კარგი განათლება, ცოდნა და ახლა უკვე გამოცდილება აქვს დაგროვილი და მჯერა, რომ იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წარმატებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

თავის მხრივ, დავითაშვილის ყოფილ უწყებას ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს, რომელიც დავითაშვილის მოადგილე იყო.

„ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში, მან ძალიან კარგად, დეტალურად იცის თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მე მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.