ყველაზე სასარგებლო ტკბილეული

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა ადამიანისთვის ყველაზე უფრო სასარგებლო ტკბილეული დაასახელეს. მათი თქმით, დღის განმავლობაში, 16-დან 18 საათამდე, სისხლში მნიშვნელოვნად იკლებს შაქრის დონე, რაც ადამიანის ენერგიულობასა და შრომისუნარიანობაზე მოქმედებს. მეცნიერები გვირჩევენ, ამ პერიოდში, თავს დესერტით სიამოვნების უფლება მივცეთ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რა ტკბილეულს აირჩევთ. ის არა მხოლოდ „უბრალო“ ნახშირწყლები უნდა იყოს, არამედ, სასარგებლო ინგრედიენტებსაც შეიცავდეს. არგენტინელი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ სწორედ ასეთი დესერტია ზეფირი. 100 გრამ ტკბილეულში, 300 კილოკალორიაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა პირის ჩასატკბარუნებლებში. სხვებისგან ზეფირი იმითაც გამოირჩევა, რომ მასში არ არის ცხიმები, მხოლოდ ცილა და ნახშირწყლებია და ამიტომ ფიგურას არ ვნებს. მის დასამზადებლად შაქარს, კვერცხის ცილას, ხილფაფასა და ჟელესებურ ნივთიერებებს (ჟელატინს, აგარს ან პექტინს) იყენებენ. აგარი და პექტინი მცენარეული წარმოშობისაა, მათ ორგანიზმიდან ტოქსინები, მძიმე მეტალების იონები გამოჰყავთ, აქვეითებენ „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანტივირუსული თვისებებიც გააჩნიათ. სწავლულების თქმით, ჟელატინიანი ზეფირი განსაკუთრებით სასარგებლოა მოტეხილობების, ან ძვლის გაბზარვისას, რადგან მას აღმდგენი ეფექტი აქვს.