ადამიანი 38 წელს უნდა ცოცხლობდეს?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ პირობებში, 38 წელს შეადგენს, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიის ნაციონალური სამეცნიერო სააგენტოს სწავლულები. მათ შეიმუშავეს „საათის“ გენეტიკური მოდელი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს სოცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა სხვადასხვა ხერხემლიანების, როგორც ცოცხალი სახეობების, ასევე, გადაშენებულების. მკვლევარებმა შემდეგ გააანალიზეს 250-ზე მეტი სახეობის მონაცემები, რათა 42 გენის იდენტიფიცირება მოეხდინათ. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მაგალითად, გრენლანდიურ ვეშაპს შეუძლია 268 წლამდე იცოცხლოს, რაც 60 წლით მეტია, ვიდრე ადრე მიიჩნევდნენ. ადამიანის გენომის გამოყენებით კი, სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ მისი სიცოცხლის მაქსიმალური ბუნებრივი ხანგრძლივობა, სულ რაღაც, 38 წელია. უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს ადამიანი მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებას უნდა უმადლოდეს.