პირბადეები ბეკონის არომატით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თითქმის ბოლო ორი წელია, პირბადეზე უფრო მნიშვნელოვანი აქსესუარი აღარ არსებობს. იმისდა მიხედვით, რომ ნიღბები სულ უფრო პოპულარული ხდება, კვების პროდუქტების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Hormel Foods-მა მოიფიქრა, როგორ გახადოს იძულებითი დაცვა მადისაღმძვრელი. სპეციალისტებმა ისეთი პირბადეები შექმნეს, რომ მათი მოხსნა მომხმარებელს არ მოუნდება, რადგან ბეკონის არომატი აქვთ.

როგორც ახალი პირბადის აღწერაშია ნათქვამი, Black Breathable Bacon-ნიღბების შექმნისას, უახლესი ტექნოლოგია - ორმაგი ფენის არომატიზაცია გამოიყენეს. ამის საშუალებით, პირბადე შესანიშნავად ინარჩუნებს ბეკონის მადისაღმძვრელ სურნელს. ასეთი პირბადე მაღაზიებში არ იყიდება, მისი მოგება შეიძლება კონკურსში, რომელსაც კომპანია Hormel Foods ატარებს. აღსანიშნავია, რომ ყოველ გათამაშებულ ნიღაბზე, კომპანია გაჭირვებული ადამიანისთვის ერთი სადილის ფასს იხდის საქველმოქმედო ორგანიზაციაში.