სიბერის წამალი ადამიანებზე გამოსცადეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მკვლევარებმა სასიკვდილო ასაკობრივი დაავადებების წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატები ადამიანებზე გამოსცადეს. ეგრეთ წოდებული, სენოლიტიკები დაბერების საწინააღმდეგო წამლებია. ამ მედიკამენტს დამიზნებით, დაბერებული უჯრედების სიკვდილის ინიცირება შეუძლია. საქმე ის არის, რომ დაბერებული უჯრედებისგან ორგანიზმის გათავისუფლება, ასაკის მატებასთან ერთად, საკმაოდ ნელდება. დაზიანებული უჯრედები გროვდება და ის ტოქსიკური ხდება გარშემო არსებული ქსოვილებისთვის. ეს ხელს უწყობს უამრავი ასაკობრივი დაავადების განვითარებას, მათ შორის, ფილტვების ფიბროზსაც. სწავლულების პირველ ექსპერიმენტულ კვლევაში, ამ დიაგნოზის მქონე 14 მოხუცი მონაწილეობდა. სენოლიტიკების მიღების შემდგომ მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით კი მოძრაობის უნარი გაუმჯობესდა. სპეციალისტების თქმით, აქამდე არც ერთ სამკურნალო თერაპიას, მათ შორის, ხელმისაწვდომ ანტიფიბროზულ პრეპარატებსაც კი ასეთი შედეგი არ ჰქონია. ჯერჯერობით, სწავლულები შორსმიმავალ დასკვნებს არ აკეთებენ, რადგან კვლევა მცირე რაოდენობის პაციენტებზე ჩაატარეს და ასევე, მასში არ იყო ჩართული პაციენტთა საკონტროლო ჯგუფი.